დაბრუნება პროკრედიტ ბანკ საქართველოს ვებგვერდზე კონტაქტი
  • ENG
ProCredit HR
ProCredit HR
ProCredit HR
  • ჩვენთან თანამშრომლობა
  • ჩვენი გუნდი
  • როგორ შემოგვიერთდეთ
    • თანამშრომლების შერჩევა
    • ინტეგრირების პროგრამა
  • შეავსეთ განაცხადი
თანამშრომლების შერჩევა
საწყისი გვერდი // თანამშრომლების შერჩევა

თანამშრომლების შერჩევა

თანამშრომელთა შერჩევა COVID-19-ის პანდემიის დროს:
დღევანდელ ვითარებაშიც კი, ჩვენ აგვყავს ახალი თანამშრომლები და ველოდებით თქვენს განაცხადებს. თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რის გამოც ვიღებთ ყველა ზომას იმისათვის, რომ განაცხადების წარდგენის პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.

შერჩევის პროცესის პირველი ეტაპი
ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება

შერჩევის პირველი ეტაპი გულისხმობს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსებას, რომელიც პირველ წარმოდგენას გვიქმნის თქვენი გამოცდილებისა და ზოგადი უნარების შესახებ. განაცხადში არსებული თითოეული პუნქტი ყურადღებით და გარკვევით უნდა შეავსოთ, იმისათვის რომ თქვენი თქვენი მონაცემები ობიექტურად შეფასდეს სააპლიკაციო ფორმა ივსება ინგლისურ ენაზე . განიხილება მხოლოდ ელექტრონულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა, სხვა არხით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა არ ხდება.

სამოტივაციო წერილი

ონლაინ განაცხადის შევსების პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია სამოტივაციო წერილი., რომელმაც უნდა დაგვარწმუნოს რომ თქვენ ნამდვილად გსურთ გახდეთ პროკრედიტის გუნდის წევრი

  • გვიამბეთ თქვენზე და თქვენს ინტერესებზე.
  • განმარტეთ, თუ რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობა და გაგვიზიარეთ თქვენი, როგორც თანამშრომლის მოლოდინები ბანკისგან.
  • მოგვიყევით რატომ დაინტერესდით პროკრედიტ ბანკით და პროკრედიტ ჰოლდინგით.

სამოტივაციო წერილი იწერება ინგლისურ ენაზე.იმისათვის, რომ თქვენი წერილის ზუსტად შეფასება შევძლოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიყენოთ კლიშეები, შაბლონები, თავად შექმნათ და არ გამოგზავნოთ სიმუში სამოტივაციო წერილების მრავლად არსებული ნიმუშები. ასევე არ დააკოპიროთ პროკრედიტ ბანკის ვებ-გვერდებზე არსებული ინფორმაცია

შერჩევის პროცესის მეორე ეტაპი
სატელეფონო გასაუბრება

შემოსული განაცხადების გაცნობის შემდეგ, ჩვენი ადამიანური რესურსების გუნდი შესაფერისს კანდიდატებს უკავშირდება 20 წუთიანი სატელეფონო გასაუბრებისთვის. სატელეფონო გასაუბრება საშუალებას გაძლევთ უკეთ გაგვაცნოთ საკუთარი თავი, მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი განათლების, სამუშაო გამოცდილების, განაცხადის შემოტანის მიზეზების შესახებ.

ტესტი მათემატიკასა და ლოგიკაში

მათემატიკა და ლოგიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომ საბაზისო ტესტირებისთვის ჩვენს სათავო ოფისში მოგიწვევთ. გაეცანით ტესტების ნიმუშებს "ჩამოსატვირთი დოკუმენტების" ბლოკში ამ გვერდის ბოლოს. ჩვენი რჩევაა,არ დაიზაროთ და გარკვეული დრო გამოყოთ მომზადებისთვის, რაც დაგეხმარებათ შერჩევის ამ ეტაპის წარმატებით გავლაში.

დისკუსია ჯგუფთან

ტექნიკური უნარები აუცილებელია, თუმცა არ წარმოადგენს შერჩევის ერთადერთ კრიტერიუმს. პირველ რიგში ვეძებთ კანდიდატებს, რომელთა პიროვნული ღირებულებები და საქმისადმი დამოკიდებულება ემთხვევა ჩვენს ბიზნესს მიდგომას. ჯგუფური გასაუბრება საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ გუნდში თქვენი მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა და საკუთარი აზრის ფორმულირების, გადმოცემისა და დაცვის უნარი.
დისკუსია იმართება ინგლისურ ენაზე, გასაუბრების მონაწილეები განიხილავენ წინასწარ შერჩეულ რომელიმე ზოგად თემას.

ინდივიდუალური გასაუბრება

ინდივიდუალური გასაუბრება გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ გაგიცნოთ და განვიხილოთ ჩვენი ორმხრივი მოლოდინები. თუ თქვენ გაქვთ კითხვები, სწორედ ამ კითხვების დასმის დროა ამ ეტაპზე. შერჩვის პროცესის ყველა ეტაპი მათემატიკისა და ლოგიკის ტესტიდან დაწყებული ამ მომენტამდე ხორციელდება ჩვენს სათაო ოფისში. თუ თქვენ სხვა ქალაქიდან უნდა ჩამოხვიდეთ, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები (საჭიროების შემთხვევაში) აგინაზღაურდებათ. ჩვენი სათავო ოფისის მისამართია ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 21

ინტეგრირების პროგრამა

მას შემდეგ რაც წარმატებით გაივლით შეფასების პირველ ეტაპებს, თქვენ უნიკალური სასწავლო გამოცდილება გელით - ჩვენი საერთაშორისო დასაქმებულთა ინტეგრირების პროგრამა!

იხილეთ:

ჩვენთან თანამშრომლობა
ჩვენთან თანამშრომლობა
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი
ჩამოსატვირთი დოკუმენტები

Recruitment Test Georgian 2

Recruitment Test Georgian 1

Manual

Imprint © 2025 ProCredit Bank