
როგორ შემოგვიერთდეთ
ჩვენი ურთიერთობა კლიენტებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან მიუკერძოებელი და ღიაა. ღიაა ჩვენი პერსონალით დაკომპლექტების პროცესიც. ყველა განმცხადებელი შერჩევის ერთსა და იმავე პროცედურას გადის, რომლის კულმინაციაა ჩვენი უნიკალური „ონბორდინგ პროგრამა“ (ახალი თანამშრომლის ინტეგრაციის პროგრამა).
რას - უფრო ზუსტად, ვის - ვეძებთ?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების დასაქმება, რომლებსაც საკუთარი თავის პროკრედიტ ჯგუფთან გაიგივება შეუძლიათ. ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილების ან კონკრეტული საგანმანათლებლო დონის ფლობას. თქვენ შეიძლება იყოთ ახალი კურსდამთავრებული ან კვალიფიციური პროფესიონალი, შეიძლება გქონდეთ ან საერთოდ არ გქონდეთ საბანკო საქმის გამოცდილება. ჩვენ ვაფასებთ თქვენს უნიკალურობას და ყოველდღიური სწავლისათვის მზაობას. თუმცა, ერთი რამ აუცილებელია: რადგან ჩვენ საერთაშორისო ჯგუფი ვართ, კარგად უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ შემდეგ გვერდებს: