ჩვენი გუნდი
ჩვენ მივესალმებით მიზანმიმართულ, მებრძოლ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და ქცევის კოდექს. არ მიგვაჩნია სწორად, რომ ბანკში მხოლოდ ერთი პროფილის ადამიანები უნდა მუშაობდნენ და ვამაყობთ განსხვავებული პროფესიის ადამიანების სიმრავლით ჩვენს ბანკში. გვყავს თანამშრომლები, რომელთაც პროკრედიტში დასაქმებამდე არც კი უფიქრიათ ბანკში მუშაობა, მაგრამ ახლა მოხარულნი არიან ჩვენი გუნდის წევრობით. ჩვენთან მუშაობის დასაწყებად გამჭვირვალე შერჩევის პროცესის გავლაა საჭირო, სადაც აქცენტი თქვენი პიროვნული უნარების გამოვლენაზე კეთდება და არა კავშირებზე, რომლებიც ამ სფეროში შეიძლება გქონდეთ..
რათა ჩვენს კლიენტებს არსებულ კონკურენტულ გარემოში საუკეთესო საბანკო მომსახურება შევთავაზოთ, პასუხისმგებლობის სრული დაცვით. ბანკის მარტივი ორგანიზაციული სტრუქტურიდან გამომდინარე, ხშირად ვართ ჩართულები ახალ პროექტებისა და რთული ამოცანების შესრულებაში. ზოგჯერ ეს დამატებით პასუხიმგებლობასაც მოითხოვს, რაც შეიძლება გასცდეს კიდეც ჩვენს სტანდარტულ სამუშაო აღწერილობას. ჩვენი სამსახური ყოველდღიურ და მოსაწყენ დავალებებსაც მოიცავს, ხანდახან კი სამუშაოსთვის და /ან ტრენინგისთვის დამატებითი დროის დახარჯვასაც.
წარმატების მისაღწევად. არსებული მარტივი ორგანიზაციული სტრუქტურა და ჰორიზონტალური იერარქია განსაზღვრავს თითოეული ჩვენგანის უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას საერთო მიზნის მისაღწევად. იგი თითოეული თანამშრომლის სამართლიანად შეფასების საფუძველიც არის, შეფასებისა რომელიც ეყრდნობა თანამშრომლის პროდუქტიულობასა და კონტრიბუციას. ჩვენი ტოპ მენეჯმენტი მუდმივად ჩართულია ინსტიტუციონალური შეფასების პროცესში და თანამშრომლებთან პერიოდული ინდივიდუალური დიალოგების საშუალებით, უზრუნველყოფს ჩვენს უკეთესი შედეგიანობისკენ და წარმატებისკენ სწრაფვას.
ვფიქრობთ, რომ მიღწეული წარმატების დასაფასებლად, ფულად ჯილდოზე მნიშვნელოვანი პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობის მიღებაა. აქედან გამომდინარე, თანამშრომლებს ყოველთვიურ ფიქსირებულ კონკურენტულ ხელფასს ვუხდით და არ გვაქვს ბონუსური სისტემა. რადგან არ გვსურს თანამშრომლებმა ბანკის ინტერესზე მაღლა პირადი მოტივი დააყენონ. პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით ვხელმძღვანელობთ სამართლიანი და გამჭვირვალე სახელფასო შკალით. ყველა ხელფასი სამართლიან დიაპაზონშია და არსებული ყველაზე მაღალი ხელფასი არასოდეს არის ბანკში მინიმალურ ხელფასზე 10-ჯერ მეტი.
და ვცდილობთ, მოწინავე ადგილი შევინარჩუნოთ ცვალებად გარემოში, რომელშიც ვსაქმიანობთ. მიზნის მიღწევის წინაპირობა თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა და მოტივაციაა.
პროკრედიტ ჯგუფი მნიშვნელოვან ინვესციტიას ახორციელებს თანამშრომლების გადამზადებასა და ტრენინგებში. ჩვენი გუნდის ყოველი ახალი წევრი გადის საერთაშორისო, 6 თვიან გადამზადების კურსს - „ორგანიზაციასთან ინტეგრაციის“ პროცესს. აგრეთვე, ჯგუფის მასშტაბით ტარდება საკვალიფიკაციო ტრენინგები და სემინარები, რაც თანამშრომელთა კომპეტენციას და საჭირო უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მენეჯერულ პოზიციაზე მყოფ კადრებს მოეთხოვებათ პროკრედიტის აკადემიაში სწავლა. სტანდარტული მენეჯერული კურსების ნაცვლად, აკადემიის მონაწილეები სხვადასხვა ფილოსოფიურ, ისტორიულ და სოციალურ საკითხებს განიხილავენ, რაც მათ სოლიდარულობისა და ერთიანობის გრძნობას უმძაფრებს. აგრეთვე ტარდება კურსი ისტორიაში, ეთიკაში, ინგლისურსა და სხვა საგნებში.